• უნივერსიტეტის შესახებ გაუ-ს აკადემიური პროცესის მართვის სამსახური

GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

აკადემიური პროცესის მართვის სამსახური

GAU-ს აკადემიური პროცესის მართვის სამსახური ახორციელებს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან სტუდენტების მენეჯერები და მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებენ სტუდენტებთან და მათ მშობლებთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვა;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა.

საკომუნიკაციო პირი:
ვერიკო ჯაფარიძე
აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 32) 220 65 20 - 204
ელ ფოსტა: verikojafaridze@gau.ge

გაეცანი GAU-ს აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის დებულებას