• უნივერსიტეტის შესახებ გაუ აკრედიტირებული უნივერსიტეტია

GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი...

აკრედიტაცია

ქვეყანაში დღეს ხარისხიანი უმაღლესი განათლების განვითარება და მიღწევა შიდა და გარე შეფასებების საფუძველზე ხორციელდება. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი თავისი ყოვედღიური საქმიანობით მოწოდებულია სრულყოს და განავითაროს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. სტუდენტებზე, ხარისხიან სწავლა - სწავლებაზე და დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხების მინიჭება იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც თანამედროვე სპეციალისტის წინაშე მსოფლიო ბაზრისა და ინტეგრაციული პროცესების განვითარების ფონზე დგას. შესაბამისად GAU მუდმივად აუმჯობესებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს. დაფუძნების დღიდან, და განვლილი 10 წლის გადასახედიდანაც,  უნივერსიტეტი იმ მიზნებისა და ამოცანების ერთგული რჩება, რომ მისი სასწავლო პროგრამები ერგებოდეს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიდგომებმა და უნივერსიტეტის თვითშეფასების მაღალმა სტანდარტებმა განაპირობეს ის, რომ 2014 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სახელმწიფოს მხრიდან გარე შეფასების მორიგი ეტაპი პროგრამული აკრედიტაციის სახით და ხუთწლიანი ციკლით კვლავ მოიპოვა აკრედიტაცია. 

 

2014 წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

 

 

2009 წლის აკრედიტაცია-ავტორიზაციის დოკუმენტი