• უნივერსიტეტის შესახებ გაუ-ს ენების დეპარტამენტი

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

ენების დეპარტამენტი

ენების დეპარტამენტი GAU-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ეხმარება GAU-ს ფაკულტეტებს - ბიზნესის სკოლას, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლას, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლას და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლას. სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი კომპონენტების რეალიზაციაში, კერძოდ, უზრუნველყოფს დარგობრივი ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების სწავლებას თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებული უცხო ენების სწავლების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. ენების დეპარტამენტის

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციებია:

  • სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო კურსების უზრუნველყოფა/მხარდაჭერა;
  • სტუდენტების დარგობრივი საერთაშორისო გამოცდებისათვის მზადება;
  • ბრიტანეთის საბჭოს მიერ აკრედიტირებული სპეციალიზირებული სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათ მიერ შემუშავებული დარგობრივი კურსების მორგება GAU-ს სტუდენტების მოთხოვნებზე;
  • დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდის მუდმივი ხელშეწყობა.

საკომუნიკაციო პირი:

რუსუდან ციციშვილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური სკოლის დეკანი
ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 32) 220 65 20 - 302
ელ ფოსტა: rusikotsitsishvili@yahoo.co.uk

გაეცანი GAU-ს ენების დეპარტამენტის დებულებას