• უნივერსიტეტის შესახებ გაუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

GAU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად საჭირო საქმიანობებს, რაც თავის მხრივ მრავალ მიმართულებასა და ფუნქციას მოიცავს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი მიმართულებებია:

  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან უნივერსიტეტის ინტეგრაცია;
  • ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელება;
  • უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტთა უფლებების დაცვისა და სასწავლო პროცესში მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

საკომუნიკაციო პირი:
ქეთევან ჯინჭარაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 32) 220 65 20 - 313
ელ ფოსტა: 

გაეცანი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას.