• სასწავლო პროგრამები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მეორე კურსის დასასრულს გავიარე ტესტირება და გასაუბრება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იმავე ჯგუფის 5 სტუდენტი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში 3 თვიანი კონტრაქტით დაგვასაქმეს. მას შემდეგ, რაც სტაჟირების ვადა ამოიწურა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ..."

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური სკოლის საბაკალავრო პროგრამა

2017-18 სასწავლო წელს GAU აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლაში, რომელიც მოიცავს შემდეგ დარგებს:

  • ქართული ფილოლოგია

  • ინგლისური ფილოლოგია

  • ისტორია

ადგილების რაოდენობა:

ქართული ფილოლოგია - 35 აბიტურიენტი

ინგლისური ფილოლოგია - 60 აბიტურიენტი

ისტორია - 20 აბიტურიენტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლაში წლიური გადასახადია 2250 ლარი
 
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
 
  • ოქტომბერში - 1125 ლარი
  • თებერვალში - 1125 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.

  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.