• აბიტურიენტის გზამკვლევი გაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა

GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

მანანა ტაბიძე 2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების "ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალურ წევრად...

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა

2017-18 სასწავლო წელს GAU-ს სამართალის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა აცხადებს მიღებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამაზე, სადაც შეგიძლიათ:

  • შეიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში

  • შეისწვლოთ პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა, დიპლომატიური ეტიკეტი და მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევები

  • გამოიმუშავოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი

ადგილების რაოდენობა: 250 აბიტურიენტი

GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამას I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • I ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
  • I ადგილი და 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
  • I ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი

 

  • I ადგილი, 0%სახ. გრანტი და მინ-70% ნედლი ქულა ინგლისურში ან/და მეოთხე არჩევით საგანში - 4500 ლარი

სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც I ადგილზე არჩეული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა და მეოთხე არჩევით საგანში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა უნივერსიტეტისგან გადაეცემა GAU-გრანტი 400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში): მაგალითად: ლიტერატურაში თუ თქვენი ნედლი ქულა იქნება არანაკლებ 56-ისა რაც შეადგენს მაქსიმალური ქულის (80) 70%-ს, თქვენ მიიღებთ 400 ლარიან GAU-გრანტს. 

ყველა სხვა შემთხვევაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4900 ლარს.
 
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
 
  • ოქტომბერში - 2500 ლარი
  • თებერვალში - 2400 ლარი
    (თებერვალში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო დაფინანსება)