• აბიტურიენტის გზამკვლევი ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ლიზინგი

GAU სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, GAU-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში. 2016 წელს ჩავირიცხე GAU-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი GAU შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში.

2017-18 სასწავლო წელს GAU აცხადებს მიღებას ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის შემდეგ დარგებზე:
  • ინფორმატიკა:

    - მულტიმედიური დიზაინი

  • მშენებლობა

    (მშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით)

ინფორმატიკა - ადგილების რაოდენობა: 80 აბიტურიენტი

მშენებლობა - ადგილების რაოდენობა: 40 აბიტურიენტი

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2250 ლარი. 

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • ოქტომბერში - 1250 ლარი
  • თებერვალში - 1000 ლარი
    (თებერვალში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო დაფინანსება)
არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.