• აბიტურიენტის გზამკვლევი გაუ-ს შიდა სტიპენდიები და შეღავათები

GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

შიდა სტიპენდიები

GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.

სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:


ბაკალავრიატი

I II III IV V
ბიზნესის სკოლა  100%  50%  25%  10%  --

ბიზნესის სკოლა, Quant-ების პროგრამა (BBA Quant’s)

 100%  -- --   --  --
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა  100% 50%  25%   10% 10% 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა

 100%  50%  25%  --  -- 


შეღავათები

გარდა სემესტრული სტიპენდიებისა, გაუ საშეღავათო პაკეტს სთავაზობს ერთი ოჯახის წევრებს (და-ძმა, მეუღლეები...). GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში ისინი სწავლის საფასურზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.