• აბიტურიენტის გზამკვლევი სტუდენტური სესხები შეღავათიანი პირობებით გაუ-ს პარტნიორი ბანკებისაგან

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

სწავლის საფასური და GAU გრანტი 2019-2020

თუ შენ გჯერა საკუთარი თავის, გინდა მიაღწიო წარმატებას და ღია ხარ ახალი ცოდნის და გამოცდილებების შეძენისთვის - მაშინ ჩვენ შენთვის სიახლე გვაქვს:

მიიღე GAU გრანტი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე!

აირჩიე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (120) ბიზნესის, სამართლის ან დიპლომატიის ფაკულტეტები I ან II ადგილზე და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ მიიღე ყოველწლიური გრანტი!

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ინოვაციური ხედვის, ამერიკული სწავლების მეთოდის და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დახმარებით, შეგიძლია შენი პოტენციალი უსაზღვრო გახადო!

 

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა (1200101, ინგლისურენოვანი: 1200102)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5,900 ლარს.

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-გრანტი 1,400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-გრანტი 1,000 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში! 

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,950 ლარი (GAU-გრანტით: 2,250 ლარი)
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,950 ლარი (GAU-გრანტით: 2,250 ლარი)
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

 

სამართლის საბაკალავრო პროგრამა (1200201) / 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა (1200202)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,900 ლარს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.  

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი  (GAU-გრანტით: 2,250 ლარი)
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი  (GAU-გრანტით: 2,250 ლარი)
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

 

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა (1200301)

 
სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2,900 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1,450 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1,450 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

 

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა (1200302)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2,700 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1,350 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1,350 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
 ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (1200401)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2,900 ლარს. 

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1,450 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1,450 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

 ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (1200402) ისტორიის საბაკალავრო პროგრამა (1200403)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2,700 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1,350 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1,350 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

 ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

 

გარდა ამისა, ყველა პროგრამისთვის: 

  • უნივერსიტეტში დაწესებულია შეღავათები სწავლის გადასახადზე ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები); 
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სემესტრული შიდა სტიპენდიები საუკეთესო სტუდენტებისთვის!

 

გისურვებთ წარმატებას!