GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

ანა ჩხეიძე

2014 წლის გამოშვება
ანალიტიკოსი 
TBSC Consulting

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 2014 წელს დავამთავრე. სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

GAU-ში გატარებული 4 წელი ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა, შევიძინე ის განათლება და პიროვნული თვისებები რაც დღეს აუცილებელია კარიერული წინსვლისათვის. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად აფასებენ შრომასა და მოტივაციას. სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა  მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.

GAU ნამდვილად განსხვავდება საქართველოში არსებული სხვა უნივერსიტეტებისაგან. სწორად შერჩეული სწავლების კონცეფცია, კვალიფიციური პროფესორები, გამორჩეული სასწავლო პროგრამა, მეგობრული გარემო, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, დასაქმების დიდი შანსი. ეს GAU-ს უპირატესობების არასრული ჩამონათვალია. აღნიშნული ფაქტორები დამეთანხმებით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სტუდენტის პროფესიული და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. ასევე დასაფასებელია GAU-ს ლექტორებისა და ადმინისტრაციის კეთილგანწყობა სტუდენტებისადმი.

დღესდღეობით პრაქტიკაში ვიყენებ იმ ცოდნას, რაც GAU-ში შევიძინე. ამჟამად ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. GAU-ში შეძენილი უნარ-ჩვევები და ცოდნა ყოველდღიურად მეხმარება სხვადასხვა ამოცანებთან გამკლავებაში.

GAU-მ ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს და მადლობელი ვარ აქ გატარებული წლებით.