GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

ირაკლი ჭელიძე

2010 - ბიზნესის ბაკალავრი
2014 - ბიზნესის მაგისტრი
ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
თიბისი ბანკი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ წარმატებით. მე და ჩემმა მეგობარმა მე-2 კურსზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც დავიკავეთ პირველი ადგილი. ამ გამარჯვებამ მაჩვენა, თუ რამდენად მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება ჰქონოდა იმ თეორიულ საკითხებს, რასაც ვსწავლობდით.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ აქვე გავიარე მაგისტრატურა იგივე Quant-ის პროგრამით და ახლა ვაგრძელებ სწავლას დისერტაციაზე. GAU-ს უძლიერესი მხარე მის მეცნიერთა გუნდშია და იმედი მაქვს ერთხელ მეც შევუერთდები მათ რიგს.

ამჟამად ვმუშაობ თიბისი ბანკის საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად, სადაც ჩემს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ყოველდღიურად ვიყენებ. პარალელურად ვმუშაობ GAU-შიც, ბატონი თემურ ტორონჯაძის, ბიზნესის სკოლის დეკანის, ასისტენტად. ბატონი თემურის ასისტენტობა ძალზედ საპასუხისმგებლო საქმიანობაა და დიდ შრომას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ GAU გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.