GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

მარიამ ხევიაშვილი

2016 წლის გამოშვება
ნოვა ტექნოლოჯი
იურისტი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. 

GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის დიანა ბერეკაშვილი, ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა და ა.შ. რომელთაგანაც სტუდენტებმა მივიღეთ უდიდესი თეორიული ცოდნა. 

მინდა ხაზი გავუსვა GAU-ს უდიდეს უპირატესობას, GAU-ს იურიდიულ კლინიკას, სადაც მე და ჩემმა კურსელებმა შევძელით თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარჩვევები გამოგვემუშავებინა. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ GAU-ში ჯგუფები დაკომპლექტებულია მცირე რაოდენობის სტუდენტებით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ლექტორებთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ მათგან ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო.

სწავლის პერიოდში ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და სანოტარო ბიუროში თანაშემწედ. დამამთავრებელ კურსზე ბატონმა ზვიად კორძაძემ მომცა შესაძლებლობა პრაქტიკა გამევლო ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო - კორძაძის საადვოკატო ბიუროში. იქ მივიღე უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შემდგომში დამეხმარა კარიერულ წინსვლაში.

სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე USAID-ის პროექტში, რომლის რეკომენდაციითაც დავსაქმდი და დღეს ვმუშაობ სს "ნოვა ტექნოლოჯის" იურიდიულ განყოფილებაში იურისტის პოზიციაზე.