GAU-ს კურსდამთავრებულები

JTI Caucasus LLC

GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ლივერპულისა (ინგლისი) და კონსტანცის (გერმანია) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; ფინანსები; სამართალმცოდნეობა. 2011 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...

ნატო ტორონჯაძე

2011 წლის გამოშვება
საკრედიტო განყოფილების უფროსი
სს "თიბისი ლიზინგი"

GAU-ს ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) სპეციალობით დავამთავრე 2011 წლის ივლისში და 2011 წლის სექტემბერში, დაუყოვნებლივ ჩავაბარე მაგისტრატურაში, ისევ GAU-ში, ისევ იმავე სპეციალობაზე.

არ მინდოდა დროის დაკარგვა, რადგან ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია!

მეორე კურსის დასასრულს გავიარე სტაჟირება "თიბისი ბანკში" და ასევე მის შვილობილ კომპანიებში. "თიბისი ბანკის" ერთერთი ღირსეული შვილობილისგან - "თიბისი ლიზინგი", მივიღე შემოთავაზება და უკვე 3 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ. ჩემმა აქ ყოფნამ საკმაოდ საინტერესო, დაბრკოლებებით აღსავსე და სწრაფი განვითარება განიცადა პოზიციების შემდეგი მონაცვლეობით: სტაჟიორი, საკრედიტო დეპარტამენტის ასისტენტი, საკრედიტო რისკების მენეჯერი, დღეს კი - საკრედიტო განყოფილების უფროსი.

წინ კიდევ უფრო დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ვიცი, რომ იმ თვისებით, რაც გადაჭარბების გარეშე GAU-მ გამომიმუშავა, არაფერია გადაულახავი. ეს არის სწავლის ტექნიკა, რაც მდგომარეობს ახალ, თავიდან გაუგებარ თემებთან შებრძოლებაში, შიშის დაძლევასა და სითამამეში.

მოკლედ, მომავალო GAU-ს სტუდენტო, შენ არასდროს იქნები გაბღენძილი, თვითკმაყოფილი არსება! ჩემი აზრით, როდესაც შენ GAU-ს დიპლომს ხელში დაიჭერ, გეცოდინება, რომ წინ უამრავი საკითხი გაქვს გადასაჭრელი, გამოსაკვლევი, დასამტკიცებელი, აღმოსაჩენი, დასანერგი... რაც მთავარია, ამ ნაბიჯების განსახორციელებლად შენ ხელთ გექნება ცოდნის მრავალფეროვანი კარების გასაღები...

და რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს სურვილიც! :)