GAU-ს კურსდამთავრებულები

Mind Technologies

ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში...

პროფესორები და ლექტორები

ნუგზარ დურმიშიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი, რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის პირველი მდივანი და სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი, 008-2012 წლებში - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპქრლამენტო კომისიის აპარატის თანამშრომელი...

GAU აცხადებს მიღებას ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს 2017 წლის 27 ივნისს № 2 გადაწყვეტილების თანახმად:

ცხადდება კონკურსი GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩასარიცხად მითითებული საკვლევი თემების მიხედვით:

  • მარკეტინგული მეთოდების სტრატეგიული გამოყენება ქართული ღვინის ინდუსტრიის პოზიციონირების გაუმჯობესებისა და ახალი ბაზრების მოძიების მიზნით. Strategic application of marketing tools as a way to enhance the positioning of Georgia’s wine industry and capture new markets. 
  • ხელმძღვანელი ეკა ნადარეიშვილი
  • ცოდნის მენეჯმენტის პრაქტიკის სოციალურ-კოგნიტიური საფუძვლები. Socio-cognitive framework of knowledge management practices.
  • ხელმძღვანელი - დინა ასლამაზიშვილი
  • ორგანიზაციული კულტურის როლი თანამშრომელთა სამუშაოში ჩართულობის განვითარებისათვის. Organizational culture role in developing job involvement.
  • ხელმძღვანელი - დინა ასლამაზიშვილი

 GAU-ს ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:

  • მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;  
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.

შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;    

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

  • საკვლევ თემასთან დაკავშირებით დოქტორანტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
 
გასაუბრება 2017 წლის 19 ივლისს 14:00 საათი
 
ტესტირება უცხო ენაში 2017 წლის 19 ივლისს 15:00 საათი