GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

ცხადდება მიღება ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიების და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიების და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანატში (მესამე სართული, ოთახი #324, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები 

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გასაუბრება ჩატარდება 14 სექტემბერს,14:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.