GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

ცხადდება მიღება სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე 

  • სამართალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (პროგრამა ხორციელდება ერთობლივად შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შპს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ).

ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატში (პირველი სართული, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი (მხოლოდ სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის);
  • GAU-ს რეკვიზიტები

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. 

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

  1. გასაუბრება სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 14 სექტემბერს; 14:00 საათზე. სამაგისტრო პროგრამის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.
  2. გასაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის პროგრამაზე - 15 სექტემბერს, 14:00 საათზე.  სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.
  3. გასაუბრება ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე - 15 სექტემბერს;   16:00 საათზე. სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.

საკითხები გასაუბრებისთვის:

სისხლის სამართალი
საერთაშორისო სამართალი 
კერძო სამართლის მიმართულება 
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საკითხები
საჯარო სამართალი