GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

ვაკანსია საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკის ლიდერების მოზიდვის სამსახური, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად სამიზნე კანდიდატების იდენტიფიცირება, მოზიდვა, შეფასება და შერჩევა.
  • კანდიდატებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა  
  • სტუდენტებისთვის ინოვაციური სტაჟირების პროგრამების ფორმირება
  • ბიზნესის კონსულტირება, მათი მოთხოვნების ანალიზი და გადაწყვეტის საუკეთესო გზების შეთავაზება ლიდერების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება, ჩატარება
  • საქართველოს ბანკის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდის პროექტების განხორციელებაში ჩართულობა

 
ეძებს გუნდის ახალ წევრს რომელიც:

  • დაინტერესებული და მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა
  • ზრუნავს პიროვნულ/პროფესიულ განვითარებაზე
  • დაინტერესებულა თანამედროვე ტექნოლოგიებით და სოც. მედიით

არის

  • კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი, გამოხატავს დახმარების მზაობას
  • კომუნიკაბელური, მოქნილი, გუნდური
  • სიახლეებისადმი ღია, ემოციურად დაბალანსებული

ძირითადი ფუნქციები:

  • შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
  • საუკეთესო კანდიდატების მოძიების მიზნით ონლაინ წყაროების (LINKEDIN, Facebook)  და შერჩევის სხვა პროაქტიული მეთოდების გამოყენება;
  • პერსონალის შერჩევის პროგრამაში მუშაობა (ATS);
  • სხვადასხვა ვებ პლატფორმებზე ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • კანდიდატების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და იდეებისგენერირება;
  • ლიდერების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ვენდორებთან ურთიერთობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ  შემდეგ ელ. მისამართზე: Recruit@bog.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 10.09.2017