GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

პრეზენტაციების კონკურსი GAU-ში

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებს გიწვევთ ქართულენოვანი ან ინგლისურენოვანი პრეზენტაციების ორ - ეტაპიან კონკურსზე.

კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოეთხოვებათ 2/3 - წუთიანი ინდივიდუალური პრეზენტაციები.

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დაიყოფიან 2 ან 3 კონკურსანტისგან შემდგარ ჯგუფებად და გადავლენ მეორე, ფინალურ ეტაპზე.

თითოეული (ქართულენოვანი ან ინგლისურენოვანი) კონკურსის ფინალში, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცემათ GAU-ს სპეციალური პრიზები.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა GAU-ს სერტიფიკატი.

პრეზენტაციების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს.

რეგისტრაცია გრძელდება 22 მაისამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://goo.gl/fPfc78

პრეზენტაციების პირველი ეტაპი გაიმართება 23 მაისს 13:00 საათზე, 306-ე აუდიტორიაში.

  • I ეტაპი (ინდივიდუალური პრეზენტაცია)

პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 2/ 3 წუთი

თემატიკა - თავისუფალი

  • II ეტაპი (ჯგუფური პრეზენტაცია)

პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 6/7 წუთი

მეორე ეტაპის თემები გამოქვეყნდება კონკურსების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ.

პრეზენტაციების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  2. არავერბალური (ექსტრალინგისტური)კომუნიკაციის უნარი 
  3. პრეზენტაციის ფორმა და შინაარსი
  4. პრეზენტაციის სტრუქტურა
  5. ჯგუფური მუშაობის უნარი (მეორე ეტაპი)

გისურვებთ წარმატებას!