GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

ერთდღიანი ექსკურსია იმერეთში

GAU- ს ექსკურსიათა ციკლი გრძელდება!

გაზაფხულის სემესტრის პირველ ექსკურსიაზე გავემგზავრებით იმერეთში, მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს გელათის მონასტერს და სათაფლიის კარსტულ მღვიმეებს. 

გელოდებით GAUელებს 11 მარტს, დილის 8:30 საათზე GAU-ს შენობასთან.

  • ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს GAU-ს ადმინისტრაცია
  • ექსკურსიაში მონაწილეობის თანხა შეადგენს 35 ლარს. ფასში შედის: მგზავრობა, სამხარი, ვახშამი.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. თუ მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა ადგილების რაოდენობას, უპირატესობა მიენიჭება რეგისტრირებულთა რიგითობას.

მონაწილეობის მსურველები გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა - (https://goo.gl/91utV1)

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ანგარიშსწორებისთვის დაგვიკავირდით მითითებულ ნომერზე. 593283244 ან თანხა ჩარიცხეთ საბანკო მისამართზე - GE43BG0000000576821400 (ანი ციცვიძე). დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.