GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

GAU-სა და სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტური პროგრამა

GAU სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტურ პროგრამაში ჩაერთო.

პროექტი სამედიცინო კორპორაცია ევექსის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სტუდენტების დასაქმებას, საუკეთესო სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის დაწესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სხვა.

პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერს, 2 საათზე #200 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც კორპორაცია ევექსის წარმომადგენლები დაწვრილებით ისაუბრებენ სტუდენტურ დასაქმებასა და სტიპენდიებზე, ასევე გადმოგეცემათ ბრენდირებული საჩუქრები.

პროექტში დარეგისტრირება GAUელებისთვის უფასოა და მოიცავს:

  • სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას
  • ევექსის სტიპენდიის პროგრამას
  • სტუდენტების დასაქმებას
  • სტუდენტებზე მორგებულ პროცესებს და თანამედროვე მიდგომებს
  • უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერას
  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას