GAU-ს კურსდამთავრებულები

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

"GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა, ლიდერობის სურვილისა და გამორჩეულობის წახალისება, აგრეთვე, სტუდენტებში გლობალური და კრიტიკული ხედვის, საზღვრებს მიღმა აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის დანერგვა..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

GAU- ს ექსკურსია კახეთში

შემოდგომა და კახეთი, სწორედ ასეთი შინაარსით ანახლებს GAU ექსკურსიებს. ახალი სასწავლო წლის პირველ ექსკურსიაზე GAUელებს გეპატიჟებით საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეში კახეთში. გარდა იმისა, რომ მოვინახულებთ ულამაზეს სიღნაღსა და ბოდბეს, გავისეირნებთ შემოდგომის კახეთში. ერთად დავიმუხტებით პოზიტივითა და ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ენერგიით. 

გელოდებით GAUელებს 21 ოქტომბერს დილის 9:30 საათზე GAU-შენობასთან.

  • ტრადიციულად, ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს GAU-ს ადმინისტრაცია.
  • ექსკურსიაში მონაწილეობის თანხა შეადგენს 35 ლარს.
  • ფასში შედის: მგზავრობა, სამხარი, ვახშამი.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. თუ მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა ადგილების რაოდენობას, უპირატესობა მიენიჭება რეგისტრირებულთა რიგითობას.

მონაწილეობის მსურველები გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა - https://goo.gl/kgXmo5

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ანგარიშსწორებისთვის დაგვიკავირდით მითითებულ ნომერზე 593 28 32 44 ან თანხა ჩარიცხეთ საბანკო მისამართზე - GE56TB7727045068100002 (ანი ციცვიძე). დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, წინააღმდეგ შემთხევაში მოსალოდნელ გაუგებრობაზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.