GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

ინფორმაცია მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)

 

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

პროგრამები, რომლებზეც ხორციელდება  მობილობა

ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

30

5900

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

10

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

20

5900

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

20

4900

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

 

 

მშენებლობა

5

2250

ინფორმატიკა

10

2250

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

 

 

ქართული ფილოლოგია

5

2250

ინგლისური ფილოლოგია

5

2250

ისტორია

5

2250

 

შენიშვნა:

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის  III კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3900 ლარი, დანარჩენ კურსებზე - 2250 ლარი;

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის   IV კურსზე  ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3900 ლარი, დანარჩენ კურსებზე - 2250 ლარი;

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის  III კურსზე  ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3000 ლარი, დანარჩენ კურსებზე - 2250 ლარი;

 

მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

3

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

3

4900

საერთაშორისო ურთიერთობები

3

3900

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები

3

2250

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

 

 

ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა

2

3400

 

მობილობის ეტაპები

  • სტუდენტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნდა გააკეთოს განაცხადი მობილობაზე;
  • სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური - 40 ლარი სს საქართველოს ბანკში;
  • სტუდენტი უნდა გაეცნოს მობილობის შედეგებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტი უნდა გამოცხადდეს  შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლი;
  • გაეცნოს შპს  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

 

მობილობის ვადები

  1. სტუდენტთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა:

2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 საათამდე;

 

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:

2018 წლის 06 თებერვალი;

 

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  გამოქვეყნებული დადებითი შედეგების შემთხვევაში სტუდენტის შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა:

2018 წლის 06-07-08 თებერვალი;

 

  1. შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მობილობის თაობაზე სტუდენტის წერილობითი განაცხადის და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა:

2018 წლის 06 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით;

 

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადსტურების (თანხმობა/უარი) ვადა:

2018 წლის 13-14 თებერვალი;

 

  1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტის პროექტის ცენტრში წარდგენის ვადა:

2018 წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;

 

  1. სამართლებრივი აქტის პროექტზე ცენტრის მიერ დასკვნის გაცემის ვადა:

2018 წლის 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით;

 

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა:

2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები

  • წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  • სათანადოდ დამოწმებული სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (იგულისხმება - ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის  ბრძანება) ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.