GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

ინფორმაცია მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პროგრამები, რომლებზეც ხორციელდება  მობილობა

ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

15

5900

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

5

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

10

5900

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

10

4900

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

 

 

მშენებლობა

3

2350

ინფორმატიკა

10

2550

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

 

 

ქართული ფილოლოგია

3

2350

ინგლისური ფილოლოგია

3

2450

ისტორია

2

2350


შენიშვნა:

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის IVკურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3900 ლარი, III-II კურსებზე - 2250 ლარი, I კურსზე - 2550 ლარი;

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის I კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 2350 ლარი, III  II- კურსებზე - 2250 ლარი; (მე-4 კურსზე სტუდენტის ჩარიცხვა არ განხორციელდება);

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 3000 ლარი, III-II კურსებზე - 2250 ლარი, I კურსზე - 2450 ლარი;

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის I კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 2350 ლარი, II-III  კურსებზე - 2250 ლარი; (მე-4 კურსზე სტუდენტის ჩარიცხვა არ განხორციელდება);

ისტორიის საბაკალავრო პროგრამის I კურსზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გადასახადი იქნება - 2350 ლარი, II კურსებზე - 2250 ლარი; (მე-3-4 კურსებზე სტუდენტის ჩარიცხვა არ განხორციელდება);

 

მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

ბიზნესის სკოლა

 

 

ბიზნესის ადმინისტრირება

1

5900

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

1

4900

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

1

3900

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები

1

2250

ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა

 

 

ვებ  და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა

1

3400

 

დოქტორანტურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი

სწავლის გადასახადი

სამართლის, დიპლომატიის და სოციალური მეცნიერებების  სკოლა

 

 

სამართალი

1

5000

 

მობილობის ეტაპები

  • სტუდენტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნდა გააკეთოს განაცხადი მობილობაზე;
  • სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური - 40 ლარი სს საქართველოს ბანკში;
  • სტუდენტი უნდა გაეცნოს მობილობის შედეგებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტი უნდა გამოცხადდეს შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში  და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლი;
  • გაეცნოს შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა/უარი. 

მობილობის ვადები

  1. სტუდენტთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა:

2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე;

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:

2018 წლის 22 აგვისტო;

  1. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების შემთხვევაში სტუდენტის შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა:

2018 წლის 22-23-24 აგვისტო;

  1. შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მობილობის თაობაზე სტუდენტის წერილობითი განაცხადის და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა:

2018 წლის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით;

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა:

2018 წლის 6-7 სექტემბერი;

  1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტის პროექტის ცენტრში წარდგენის ვადა:

2018 წლის 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით;

  1. სამართლებრივი აქტის პროექტზე ცენტრის მიერ დასკვნის გაცემის ვადა:

2018 წლის 12 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით;

  1. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა:

2018 წლის პირველ ოქტომბრამდე.

შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  • სათანადოდ დამოწმებული სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (იგულისხმება - ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის  ბრძანება) ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.