GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო''

სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე ყოფნისას სტაჟირების გავლა დავიწყე იურიდიულ ფირმა „ელ-ფი-ეი''-ში, სადაც შეხება მქონდა უშუალოდ პრაქტიკასთან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო დამხვეწა. მე ამაყი ვარ, რომ მქონდა საშაულება მესწავლა ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან...

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

კონკურსი „GAUპიარე“

GAU-ს საუნივერსიტეტო ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა, რამდენადაც GAUელები ამას მოინდომებენ. GAU-ს PR ჯგუფის მიდგომა ასეთია - ყველაფერი სტუდენტებისთვის სტუდენტებთან ერთად!

  • მიზანი: სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და ღონისძიებებში GAUელების მეტი ჩართულობა.
  • პირობები: კონკურსში მონაწილეობა GAU-ს ნებისმიერი სკოლის I, II, III კურსის სტუდენტებს შეუძლიათ.

შეავსეთ უმარტივესი აპლიკაცია 6 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/uHzNeF

გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ 17-18 ოქტომბერს.

შერჩევისას ყურადღება მიექცევა თვისებებს:

  • კომუნიკაბელური/პრეზენტაბელური
  • მოტივირებული
  • აქტიური 
  • ერთგული
  • შემოქმედებითი
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობიანი

სამუშაოს აღწერილობა (სამუშაო შესრულდება GAU-ს მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელობით):

  • GAU-ს შიდა და გარე ღონისძიებების კონცეფციის ერთობლივად შემუშავება და განხორციელება.
  • ღონისძიებების, კონკურსების, არსებული ვაკანსიებისადა სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
  • ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში დახმარება (საჭიროებისამებრ ლაივის გაშვება, დეკორაციის მოწყობა, ლოჯისტიკური საკითხები)
  • საკუთარი ფაკულტეტის სტუდენტებთან მუდმივი კონტაქტი.
  • პროექტებში ჩართულობის ინტენსივობა განისაზღვრება თვეში საშუალოდ 4 შეხვედრით. გრაფიკი მოერგება სასწავლო პროცესს.

ღონისძიებების ორგანიზება-შესრულების შემდეგ გამოვლინდებიან საუკეთესო წარმომადგენლები ანუ GAU-ს სტუდენტური PR მენეჯერები, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად სხვადასხვა სახის ჯილდოს მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 19 51 19