GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

ძალიან მაგარი სიახლე GAUელებისთვის!

14 თებერვლის ღონისძიებაზე „GAUზიარე სიყვარული“ ფინალური თამაშის გამარჯვებულის პრიზი სუპერვარსკვლავის JAMES BLUNT-ის კონცერტის  2 ბ ი ლ ე თ ი იქნება!!!

  • ვის შეუძლია თამაშში მონაწილეობა?
    ყველა GAUელს. 
  • როგორია თამაშის წესები?
    აუხსენი სიყვარული შენს რჩეულს (თუნდაც ნუ დაასახელებ ადრესატს)) საჯაროდ, ორიგინალურად, გულწრფელად, როგორი ფორმითაც გსურს...
  • ვინ გახდება გამარჯვებული?
    ვინც სიყვარულის ახსნის ყველაზე საინტერესო, ემოციურ, პოზიტიურ ან თუნდაც სახალისო ფორმას შემოგვთავაზებს. მას ადგილზევე გამოავლენს სპეციალური ჟიური.
  • საჩუქარი?..
    ბრიტანელი მომღერლის კონცერტის 2 ბილეთს კომპანია Black Pearl Live-ის წარმომადგენელი გამარჯვებულს GAU-ში გამართულ საღამოზე გადასცემს.

გადადით ღონისძიების ბმულზე:https://goo.gl/sgDQdP

გელით ყველას GAU-ში 14 თებერვალს 19:00 საათზე! წამოიყვანეთ მეგობარი, ერთად აღვნიშნოთ სიყვარულის დღე! სახალისო თამაშებთან ერთად GAUბენდის კონცერტი და საზეიმო მიღება იგეგმება.

იყავით გახსნილები, ორიგინალურები და გულწრეფელები! მოიგეთ 2 ბილეთი და ისიამოვნეთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე დაგეგმილი ფესტივალით!

ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

  • დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში ბრიტანელი სუპერვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი იმღერებს
  • ბრიტანელი სუპერვარსკვლავი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის ახალი ალბომით The Afterlove
  • მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველად გახდა მსოფლიო ტურნეს ნაწილი
  • მომღერალი და კომპოზიტორი შეასრულებს ყველა ჩვენთვის საყვარელ სიმღერას, როგორიც არის Goodbuy my lover, You’re beautiful, Love me better და ა.შ.
  • ფესტივალი აერთიანებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 4 კონცერტს - გარდა ჯეიმს ბლანტისა, ფესტივალში მონაწილეობენ The Parlatones (სპეციალური სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. ბენდი მოღვაწეობს ამერიკაში და ხშირად ხვდება MtV-ის ჩარტებში) და რა თქმა უნდა, მასპინძელი ბენდები Loudspeakers და Young Georgian Lolitaz
  • Black Pearl Live არის საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია, რომელიც 2017 წელს, სულ ახლახანს დაფუძნდა საქართველოში სამხრეთ-აფრიკელი ბიზნესმენებისა და ქართველი პარტნიორების მიერ
  • კომპანიის მიზანია, დაგეგმოს და განახორციელოს მსოფლიო დონის შოუები, ფესტივალები და კონცერტები, რათა საქართველო იქცეს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყანად.

იხილეთ ღონისძიების ბმული:https://goo.gl/hWJ3gE