GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო''

სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე ყოფნისას სტაჟირების გავლა დავიწყე იურიდიულ ფირმა „ელ-ფი-ეი''-ში, სადაც შეხება მქონდა უშუალოდ პრაქტიკასთან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო დამხვეწა. მე ამაყი ვარ, რომ მქონდა საშაულება მესწავლა ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან...

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

პირველკურსელთა გაცნობის დღე - რეგისტრაცია

ახალ GAUელებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და GAU-ში მოხვედრას!

12 სექტემბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე შემოგვიერთდით GAU-ში!

დაგხვდებით GAU-ს ბაღში, სადაც GAU ბენდის ცოცხალი მუსიკა და GAU-ს პრეზიდენტის მისალმება გელით. შემდეგ კი GAU-ს PR კლუბის წევრები მიგაცილებენ თქვენი სკოლის დეკანთან და იქვე გაივლით რეგისტრაციას. 

გადმოგეცემათ დოკუმენტების პაკეტი:

  • განაცხადის ფორმა
  • ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)

თქვენ კი თან უნდა გქონდეთ საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი (3X4)
  • ფოტოსურათი (3X4) ელ. ვერსია დისკზე
  • ბიჭებს სამხედრო მოწმობის ასლი.