GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს „ქართული კვების კომპანია“

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ. მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში

12 აპრილს (2017) ქართული შრიფტის შექმნა-განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები - ამ თემით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა დიზაინერმა, შრიფტის ინჟინერმა ალექსანდრე ჩარკვიანმა დაიწყო. საინტერესო პრეზენტაციას რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია მოჰყვა ქართული ენის და ზოგადად ფილოლოგიის თემაზე.
 
"სინამდვილეში ენა ცოცხალი არსებაა." - აღნიშნა პოეტმა, - "ადამიანს რაღაც ტიპის ცნობიერი კავშირი უნდა ჰქონდეს ენასთან. ეს სიფაქიზე, ეს მგრძნობელობა აქცევს მწერალს მწერლად, პოეტს - პოეტად, მოაზროვნეს - მოაზროვნედ.
ვინ არის სინამდვილეში პოეტი და მწერალი? ენის წარმომადგენელი. ვინ აირჩია ის? თუ ვინმემ კარგი მწერალი და კარგი პოეტი არიჩია, ეს არის ენა, რომელმაც მას თავისი შინაგანი, დაფრული, იდუმალი მხარეები გამოუჩინა, მასში გაცოცხლდა, მასში ამეტყველდა, რადგან ენა ობიექტური ქმნილებაა, რომელიც თავად საუბრობს ჩვენში."
 
შეხვერდა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ენა მენტალური არქეოლოგიის საშუალებას იძლევა, ქართული ანბანი ჩვენი წარსულის რეკონსტრუქციის დიდი შესაძლებლობაა.
 
დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში
დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში
დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში
დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში დედა ენის დღის აღნიშვნა GAU-ში