GAU-ს კურსდამთავრებულები

სს პროკრედიტ ბანკი

"GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დრო, როდესაც ვიყავი ნიუ იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ...''

პროფესორები და ლექტორები

ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

GAU-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში

GAU-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში დასასრულს უახლოვდება. 

2018 წლის GAU-ს სტუდენტური ოლიმპიადა კალათბურთის შიდა ტურნირით დაიწყო. სულ მონაწილეობა შვიდმა გუნდმა მიიღო. კენჭისყრის შედეგად გუნდები A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ, რომლის მიხედვითაც ფინალისტები უნდა გამოვლენილიყვნენ.

ტურნირს სპორტულ ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ გუნდები ფაკულტეტების მიხედვით იყვნენ დაკომპლექტებულები. თამაშები 11 მარტს დაიწყო.

ჩატარდა ჯგუფური შეხვედრები და ფინალისტებიც გამოვლინდნენ: Bormental (BBA) VS Mentality (Engineering)

ფინალი გაიმართება 1 აპრილს, საღამოს 8 საათზე, Zaza Pachulia Basketball Academy - ში.

უგულშემატკივრეთ თქვენს გუნდს!
მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! 

წარმატებას ვუსურვებთ ფინალისტებს!

GAU-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში GAU-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში
GAU-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში GAU-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში