GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ლიზინგი

GAU სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, GAU-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში. 2016 წელს ჩავირიცხე GAU-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად, ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმატიკისა და ინჟირერიის ფაკულტეტებიდან, ასევე აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა! (შემოწმდება გასაუბრების შედეგად)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 12 ოქტომბრის 19.00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის).
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება, ჩამოტვირთეთ ფორმა https://we.tl/t-bpXs0N3B4g

შეამოწმეთ ლაკვილას უნივერსიტეტის ვებ-გვერდი (http://www.univaq.it/en/section.php?id=1442&lang_s=en), მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი. კონკურსის პერიოდში მზადდება სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის მომზადების ეტაპზე ხელმოწერით დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება არ მოითხოვება. სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში სტუდენტის მიერ ივსება შემდეგი გრაფები:

  1. სტუდენტის პირადი მონაცემები
  2. გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია
  3. მიმღებ უნივერსიტეტში შერჩეული კურსების და მშობლიურ უნივერსიტეტში მათი ექვივალენტური კურსების შესაბამისი გრაფები (Table A: Study programme abroad; Table B: Recognition at the Sending Institution)
  4. ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შეფასების მესამე ეტაპს.ასეთ შემთხვევაში შევსებული ხელშეკრულება უნდა დაამოწმოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ლაკვილას უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს: 

  • უფასო სწავლა
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

დამატებითი ინფორმაცია: 

  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 317; +995 592 11 22 00;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

  • პასპორტის ასლი
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მობილობის პროგრამა