GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017

GAU-ს ახალი ჩემპიონი ყავს! როგორც უკვე იცით, შიდა სტუდენტური ტურნირი „მინი-ფეხბურთში 2017“ 4 ნოემბერს (2017) დაიწყო. მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ ფაკულტეტების მიხედვით. ამდენად, ტურნირში ჩაბმულნი იყვნენ გუნდები ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართულებებიდან. ტურნირის კულმინაცია-ფინალი კი 3 დეკემბერს (2017), სპორტულ კომპლექს არენა 1-ში გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ალფა მამრები“ (IT) და „Thunder“ (BBA). თამაშის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. თუმცა, მეორე ნახევარში „ალფა მამრებმა“ შეძლეს უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 10:4 გაიმარჯვეს.

ვულოცავთ „ალფა მამრების“ (IT) ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას. ისინი სრულიად დამსახურებულად დაეუფლნენ GAU-ს „მინი-ფეხბურთის 2017“-ის თასს. „ალფა მამრების“ შემადგენლობა: გიორგი ხაჩიძე, ნიკა გოგუაძე, სანდრო აროშიძე, სანდრო მირიჯანაშვილი,  დათო ნიჟარაძე, თაზო მუჩიაშვილი, ნიკა ტალახაძე თამაშის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა.

ფინალისტ გუნდებს პირველი და მეორე ადგილოსნის მედლები გადასცეს GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერმა გია ჩქოფოიამ. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა აგრეთვე 400 ლარიანი ვაუჩერი და GAU-ს გარდამავალი თასი 1 წლით,დაჯილდოვების ღონისძიებას ესწრებოდა ტურნირის სპონსორი, ფიტნეს კლუბ - Urban Garden-ის მენეჯერი ვატო თევზაძე, რომელმაც 1 თვიანი ულიმიტო აბონემენტი გადასცა გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს, ხოლო 3 თვიანი უფასო აბონემენტი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს, სანდრო აროშიძეს. სანდრომ ტურნირის განმავლობაში 16 გოლი გაიტანა და დამსახურებლად მოიპოვა ეს ტიტული. ბოლოს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ GAU-ს სტუდენტურ ელჩებს ტურნირის ორგანიზებისთვის.

GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017 GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017
GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017 GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017
GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017 GAU-ს შიდა ტურნირის ფინალი მინი-ფეხბურთში 2017