GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

GAU-ს ექსკურსია კახეთში

8 ოქტომბერს (2017) ახალი სასწავლო წლის დაწყება GAUელებმა GAU-ს ელჩების ინიციატივით და ორგანიზებით კახეთში ექსკურსიით აღნიშნეს. სტუდენტებმა მოინახულეს ნეკრესისა და გრემის ტაძრები. ექსკურსიის დამაგვირგვინებელი ეტაპი კი, რა თქმა უნდა, ერთად გატარებული საღამო გახლდათ, რომელსაც GAU ბენდის წევრებთან ერთად დანარჩენი სტუდენტებიც აფორმებდნენ მუსიკალურად.

ექსკურსიაში მონაწილე სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის GAUელებმა კიდევ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ, რამაც ყველას ერთად გაგვიჩინა მომავალი ექსკურსიის დაგეგმვის სურვილი. ახალი სასწვლო წლის პირველი საერთო ექსკურსია წარმატებით დასრულდა, რაც შეეხებემა მომავალი ექსკურსიის გეგმებს, ამის შესახებ ჩვენი Fb და Web გვერდებიდან შეიტყობთ.

GAU-ს ექსკურსია კახეთში GAU-ს ექსკურსია კახეთში
GAU-ს ექსკურსია კახეთში GAU-ს ექსკურსია კახეთში
GAU-ს ექსკურსია კახეთში GAU-ს ექსკურსია კახეთში