GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

GAU ესპანური ცენტრი ''Iberia-ს'' პირველი კურსდამთავრებულები

18 ივლისს (2018) GAU ესპანური ცენტრის Iberia კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა GAU-ში. 

ესპანური კურსის პირველი გამოშვება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, ესპანური ცენტრი Iberia-ს წარმომადგენლები და ლექტორები ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმარი კი გახლდათ დათო ტურაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დიპლომების გადაცემაში და ყველა სტუდენტს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნები ავტოგრაფით. 

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა 2 საუკეთესო სტუდენტი, რომლებსაც გადაეცათ საგზური ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი Iberia.

GAU ესპანური ცენტრი ''Iberia'' პირველი გამოშვება GAU ესპანური ცენტრი ''Iberia'' პირველი გამოშვება
GAU ესპანური ცენტრი ''Iberia-ს'' პირველი კურსდამთავრებულები GAU ესპანური ცენტრი ''Iberia-ს'' პირველი კურსდამთავრებულები