GAU-ს კურსდამთავრებულები

სამშენებლო კომპანია ,,მოდული''

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, 2013 წლის ივლისში კი მივიღე მაგისტრის ხარისხი...

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

GAU საზაფხულო ბანაკი „სახეთა თეატრი“

გახსოვთ საზაფხულო ბანაკი მისი უნიკალური „სახეთა თეატრის“ ტრენინგით, რომელსაც GAU სკოლის რჩეული მოსწავლეებისთვის აორგანიზებდა? შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
 
17 18 19 და 21 22 23 ივნისი (2018), 6 დღის განმავლობაში, სკოლის 40 მოსწავლე და GAU-ს 7 სტუდენტი ცდილობდა საკუთარ თავში აღმოეჩინა და განევითარებინა ახალი რესურსები და უნარები, აემაღლებინა თვითშეფასება და სიმამაცე, სხვადასხვა რაკურსით შეეხედა მრავალი საინტერესო თემისთვის. ვისწავლეთ, რომ მთავარია, იცოდე საკუთარი გრძნობების აღმოჩენა, ამოცნობა და მოქმედება!
 
ამასთან, ასეთი მეგობრული გარემო და მონაწილეები ჩვენ არსად გვინახავს! ვისწავლეთ, გავერთეთ, უამრავი ემოცია და დიდი გამოცდილება დაგვრჩა! GAU-ს თამაშებში გამარჯვებულ ხუთეულს და ყველა მონაწილეს საჩუქრები გადავეცით და GAUბენდიც მოვიწვიეთ ბანაკის დასასრულს! 
 
უდიდეს მადლობას ვუხდით ყველა მსურველს და მონაწილეს: თითოეულ მოსწავლეს და სტუდენტს, ჩვენს ტრენერს - ალექსანდრ ჩერომუხინს, მის გუნდს და საორგანიზაციო ჯგუფს!
 
ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს GAU-ს ინოვაციური პროექტის შესახებ მომდევნო სიახლეების გასაგებად!
 
GAU საზაფხულო ბანაკი „სახეთა თეატრი“ GAU საზაფხულო ბანაკი „სახეთა თეატრი“
GAU საზაფხულო ბანაკი „სახეთა თეატრი“ GAU საზაფხულო ბანაკი „სახეთა თეატრი“