GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

გამოსაშვები 2017 - ნაწილი I

8 ივლისს (2017) ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროს ასობით ახალგაზრდა შეუერთდა - ისინი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტს საკუთარ პროფესიაში ახლა ყველაზე აქტიურად დაამკვიდრებენ.

სასტუმრო ბილტმორში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საიუბილეო - მე-10 - გამოსაშვები ღონისძიება შედგა. GAU 12:00 საათზე ბიზნესის სკოლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრებმა და მაგისტრებმა დაამთავრეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა დაღუპული სტუდენტი, ბექა ხახუბია გაიხსენა, რომელსაც დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს „ბოლო გაკვეთილი“ ჩაუტარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა, რის შემდეგაც სცენაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე მოიხმო. ბატონმა ბადრიმ GAU-ს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და საკუთარი მაგალითების გაზიარებასთან ერთად წარმატება უსურვა. აუდიტორიას სიტყვით ბიზნესის სკოლის დეკანმა, თემურ ტორონჯაძემ, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, კონსტანტინე კულიჯანოვმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა რუსუდან ციციშვილმა მიმართეს.

თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვება. მათ სხვადასხვა პრიზი გადაეცათ, მათ შორის კომპანია სარაჯიშვილის მიერ სპეციალურად მათთვის ჩამოსხმული კონიაკი, „პალიტრა ლ“-ის გამოცემული წიგნები, GAU-ს ბრენდირებული საჩუქრები და ერთდღიანი განტვირთვის კარგი საშუალება - ბილტმორის სპა-აბონიმენტი.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შედგა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I
გამოსაშვები 2017 - ნაწილი I გამოსაშვები 2017 - ნაწილი I