GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მიმაჩნია, რომ საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა საუკეთესო განათლებას. GAU-ს წარმატების ფორმულა მარტივია - გამოიყენე ის შანსი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი იძლევა! უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიაზე...

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

14 თებერვალი - GAUზიარე სიყვარული

14 თებერვალს (14.02.2018) სიყვარულის დღის აღნიშვნა GAU-ში უკვე ტრადიციაა. სტუდენტები გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სასიამოვნოდ იწყებენ ახალ სემესტრს. წელს ღონისძიებამ „GAUზიარე სიყვარული“ შემეცნებითი და გასართობი კომპონენტები გააერთიანა. დაათვალიერეთ საღამოს პირველი ნაწილის ფოტოები, რომლის მთავარი გმირიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე იყო, საჯარო ლექციით „სიყვარულის გაკვეთილები - წერილები შენ“. ინტერაქციული შეხვედრის შემდეგ, ღონისძიება კონცერტით, თამაშებით, კონკურსებითა და სიურპრიზებით გაგრძელდა საზეიმო მიღების ფონზე. #GAUზიარესიყვარული.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, პოეტ გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციის შემდეგ GAU-ს სტუდენტებმა და სტუმრებმა საგანგებოდ მორთულ აუდიტორიაში გადაინაცვლეს, სადაც მათ GAUბენდის კონცერტთან ერთად სახალისო, შემეცნებითი თამაშები და სიურპირზები ელოდათ. გემოვნებიანი მუსიკა, აფორიზმები სიყვარულზე, ვიქტორინა, შეჯიბრი პოეზიაში სპეციალური პრიზები - ჰუგო ბარის ორი ვაუჩერი რომანტიკული ვახშმისთვის, გამარჯვების აზარტი და დიდი მხიარულება - ღონისძიება საზეიმო ტორტთან ერთად ფინალური თამაშით დაგვირგვინდა, რომელიც სიყვარულის გულწრფელად, ორიგინალურად, ემოციურად ახსნას გულისხმობდა. ამ სახალისო აქტივობისთვის სპეციალური პრიზი - ჯეიმს ბლანთის კონცერტის ორი ბილეთი - კომპანია Black Pearl Liveმა დააწესა, რომლის წარმომადგენელმაც, კინ დე ბირმა სტუდენტებს მიმართა და დეტალური ინფორმაცია გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი მეგავარსკვლავის კონცერტის შესახებ. ათამდე კანდიდატს შორის კონკურსის გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და საჩუქარი დამსახურებულად გადასცა GAU-ს სტუდენტს, ნუცი კობახიძეს!

ყველას დიდ მადლობას ვუხდით ჩართულობისთვის, განსაკუთრებით კი PR კლუბის წევრ GAUელებს, რომლებმაც ღონისძიება დაგეგმეს, განახორციელეს და მთელ GAU-ში გაზაფხულის განწყობა შემოიტანეს. #GAUზიარესიყვარული.

14 თებერვალი - GAUზიარე სიყვარული 14 თებერვალი - GAUზიარე სიყვარული