GAU-ს კურსდამთავრებულები

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

"GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა, ლიდერობის სურვილისა და გამორჩეულობის წახალისება, აგრეთვე, სტუდენტებში გლობალური და კრიტიკული ხედვის, საზღვრებს მიღმა აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის დანერგვა..."

პროფესორები და ლექტორები

დადუნა ხუციშვილის დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: “United States Foreign Policy Toward Georgia” – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia)...

გიორგი ასათიანი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: ფინანსები, საბანკო საქმე

გიორგი ასათიანმა ფინანსების განხრით დაამთავრა ,,კავკასიის უნივერსიტეტის'' ბაკალავრიატი, რის შემდეგაც საფრანგეთში, ლიტორალის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსა და მენეჯმენტში.

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში.

გიორგის აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება დასავლეთ ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოში ფინანსების და მენეჯმენტის განხრით, ასევე საქართველოს საბანკო და სადაზღვევო სისტემებში.

2011 წლიდან მუშაობს კლინიკაში ,,კურაციო'' ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.