GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ირმა მახათაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: სამართალი

ირმა მახათაძეს აქვს იურისტად მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.1989-1991 წლებში იყო ქ. ქუთაისის პროკურორის სტაჟიორი, 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე, 1995-1999 წლებში მუშაობდა სოხუმის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სამართლის ფაკულტეტის ლექტორად, 1999-2000 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, 2000-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე, 2003-2007 წლებში მუშაობდა შპს ,,უნივერსიტეტი საქართველო”-ს სამართლის ფაკულტეტის ლექტორად, 2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი, 2008-2011 წლებში იყო შპს ,,დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის'' არბიტრი.
 
2010 წლიდან დღემდე არის ააიპ ,,მწვანე ალტერნატივე''-ს იურისტი, 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორად, არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი (თემა: საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში) ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ პროცესში, შრომის სამართალსა და სამეწარმეო სამართალში.
 
არის რამდენიმე კვლევის ავტორი.
 
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.