GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

ლევან ვერძეული

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ფინანსები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში.

2008 წლიდან ლევან ვერძეული მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში, საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მენეჯერად.სხვადასხვა დროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგ პროგრამები აშშ-სა და საფრანგეთში.

2013 წლიდან ლევან ვერძეული არის მოწვეული ლექტორი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ბიზნეს მოდელირება ექსელში, საერთაშორისო ფინანსური მენეჯმენტი, საერთაშორისო საბანკო საქმე).