GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

ნინო დევდარიანი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ფინანსები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით.

2013 წელს ნინო დევდარიანმა ჩააბარა ეკონომიკის განვითარების ცენტრი (Centre for Development Economics), Williams College-ში (აშშ), სადაც სწავლობდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. აღნიშნული პროგრამა 2014 წელს წარჩინებით დაამთავრა და მიიღო მაგისტრის წოდება ეკონომიკაში. (სამაგისტრო ნაშრომი: ''Long-Run Effect of Bank Credit on Real GDP: A Panel Cointegration Approach'' - ხელმძღვანელიPh.DPeter Pedroni - სრული პროფესორი, Williams College).

2008-2013 წლებში ნინო დევდარიანი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში, რისკების მართვისა და კონტროლის განხრით. 2014 წლიდან  ნინო მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტში.  მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ არაერთ ტრეინინგსა და ვორკშოპში. 

2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს: ,,განვითარებადი ფინანსები,'' ,,მიკროდაფინანსების თეორია და პრაქტიკა,'' ,,საერთაშორისო მაკროეკონომიკა.''