GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

ნინო უგულავა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: პროექტების და ბიზნესის მართვა 

ნინო უგულავა ქ. თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. 1994 წელს მან მიიღო ფიზიკის მაგისტრის წოდება და ამავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელერადიო კორპორაციის სამეცნიერო პროგრამების რედაქციაში წამყვანის და რედაქტორის პოზიციაზე.

1998 წელს ნინო უგულავა ოჯახთან ერთად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, ნიუ-იორკში, ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში მან წარმატებით დაამთავრა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსები.

2000 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნინო უგულავა მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად. ამ პერიოდში მისი უშუალო კოორდინაციით დაარსდა ფონდის პრეს-სამსახური, კორპორატიული ვებ გვერდი და ცხელი ხაზი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და პენსიონერებისთვის.

2002-2003 წლებში ნინო უგულავა არმაზ ახვლედიანის მიწვევით სწავლობდა ევროსაბჭოს დაარსებულ პოლიტიკური სწავლების სკოლაში სტრასბურგში, საფრანგეთში. 2004 წლიდან მან კერძო ბიზნესში გადაინაცვლა და მეუღლესთან ერთად სათავეში ჩაუდგა საკონსალტინგო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "ალტერჯგუფი" იყო პირველი საკონსალტინგო ფირმა, რომელიც მომხმარებელს ერთდროულად სთავაზობდა საკონსალტინგო მომსახურებას მარკეტინგში, აუდიტში, ადამიანური რესურსების მართვაში, მენეჯმენტში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება.

2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია ,,ალტერჯგუფის'' გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ბიზნეს ასოციაციების მართვის მხრივ იგი მჭიდროდ თანამშრომლობს შვეიცარიის საელჩოსთან, ამერიკის საელჩოსთან საქართველოში, აგრეთვე, საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებასთან.

2012 წლის სექტემბრიდან, ნინო უგულავა ასწავლის პროექტების და ბიზნესის მართვას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

იხილე ნინო უგულავას CV