GAU-ს კურსდამთავრებულები

ფურშეტ ჯორჯია

"სწორედ GAU-ში მიღებული ცოდნა და იურიდიულ კლინიკაში შეძენილი გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი სასურველი საქმიანობისაკენ და GAU-ს დამთავრებისთანავე წარმატებით ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით..."

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

რამაზ ფარესაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: რელიგია და მსოფლიო ისტორია

რამაზ  ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას.

რამაზ ფარესაშვილი 1995 წლიდან კითხულობს ლექციებს რელიგიასა და მსოფლიო ისტორიაში, 2005 წლიდან მსოფლიოსა და სამართლის ისტორიას და პოლიტიკურ მეცნიერებას, პარალელურად, გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში იძულებით გადაადგილებული და ჩეჩნეთიდან ლტოლვილი სამოქალაქო პირების საკითხებზე.