• კვლევითი ცენტრი კონსტიტუციონალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია

GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

ირმა მახათაძეს აქვს იურისტად მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე...

კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრი (ინსტიტუტი) გაუ-ს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ცენტრის მიზანია წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით კონსტიტუციონალიზმის, კონსტიტუციური სამართლის მეცნიერების განვითარების
მიზნით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, კერძოდ:
 
  • სამართლებრივი და პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხების კვლევა;
  • ხელისუფლების ორგანიზაციის და ანალიზის კონცეპტუალური ჩარჩოების კვლევა;
  • სახელისუფლო პრინციპების კვლევა და ანალიზი (მაჟორიტარული და დემოკრატიის ინსტიტუციონალური მოდელების კვლევა;
  • თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ღირებულებათა თანაფარდობის და სახელისუფლო და საზოგადოებრივი არსენალის პრობლემატიკის კვლევა და ანალიზი; პოლიტიკური სოციალიზაციის ანალიზი; საზოგადოებრივი აზრის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ზეგავლენა და მისი შედეგები პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესზე; პოლიტიკური პარტიების იდენტურობის, სამართლებრივ-პოლიტიკური კულტურის, შიდაპარტიული დემოკრატიის, ხელისუფლებისათვის მზაობის საკითხების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი სამეცნიერო რეკომენდაციების შემუშავება; საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი;
  • პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში და საზოგადოების პოლიტიკურსამართლებრივი კულტურა და გარანტიები;
  • ლობიზმის და ინტერესთა ჯგუფების რესურსები საქართველოში და მათი გავლენა სამართლებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე;
  • ფედერალიზმის და რეგიონალიზმის შედარებითი კვლევა;
  • ფედერალიზმის იდეების და პრაქტიკის დინამიკა საქართველოს სინამდვილეში;
  • სახელმწიფოს ბიუროკრატიისა და არაფორმალური პოლიტიკის საკითხების კვლევა და ანალიზი;
  • სასამართლოს და დემოკრატიული მოდელების ურთიერთმიმართება.
გაეცანი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის (ინსტიტუტის) დებულებას და სამეცნიერო კვლევითი პროექტების აღწერას.