• სასწავლო პროგრამები ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს პროკრედიტ ბანკი

"GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დრო, როდესაც ვიყავი ნიუ იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ...''

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ბიზნესის სკოლა

 

N1-ლი კერძო ბიზნეს-ფაკულტეტი საქართველოში არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა

 

THE BEST PRIVATE BUSINESS SCHOOL IN GEORGIA IS GAU BUSINESS SCHOOL

 

რა გვაძლევს ამის მტკიცების საფუძველს? 

2014 წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე, საქართველოში პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ურთულესი ბიზნეს ქეისების (ბიზნეს ამოცანების) ამოხსნის კონკურსი ''Harvard business case competition” 

კონკურსში მონაწილეობდა 4 წამყვანი კერძო უნივერსიტეტი:

  • ქართულ-­ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (GAU BS) 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (CSB)

  • თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM)

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი

და

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

კონკურსში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კერძო უნივერსიტეტებს შორის და გახდა

The Winner of Harvard business case competition 

GAU-ს ბიზნესის სკოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არის უპირობო ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში კერძო უნივერსიტეტებს შორის.

აირჩიეთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მიიღეთ განათლება N1-ლ კერძო ბიზნეს-ფაკულტეტზე საქართველოში! 

 

აღსანიშნავია რომ, კონკურსში გასამარჯვებლად GAU-ს გუნდს დასჭირდა ბიზნესის ადმინისტრირების ყველა განხრის (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები) ფართო ცოდნა. კეისების გაკეთების დროს GAU-ს გუნდმა გამოიყენა ბიზნესის ადმინისტრირების მრავალი მეთოდი: ფინანსებიდან - Du Pont-ის ანალიზი, პროგნოზირების მეთოდები, რეალური ოფციონები, გადაწყვეტილების ხეები და ა.შ. მარკეტინგიდან - SWOT, 4P, კითხვარის ანალიზი (Conjoint Analysis), კლასტერული ანალიზი და ა.შ. მენეჯმენტიდან - ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაცია, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი და ა.შ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აუცილებელი იყო გუნდს ჰქონოდა საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში - ჰქონოდა მისი ყველა განხრის ფართო ცოდნა.

 

GAU-ს ბიზნესის სკოლა გარანტირებს...

საფუძვლიანი განათლების მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. პარალელურად სტუდენტი შეიძენს ბიზნეს ინგლისურის აქტიურ ცოდნას.

 

ზემოთქმულის მისაღწევად ბიზნესის სკოლამ შეიმუშავა შემდეგი სტრატეგია:

1. სწავლის ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა ახალი ტიპის სახელმძღვანელოები

ეს ორიგინალური სახელმძღვანელოები საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტურად გავიმეოროთ ყველა ის საკვანძო საკითხი რომლებიც ბაკალავრიატის კურსებში გვხვდება. კერძოდ, თეორიული საკითხები თავმოყრილია პირველ წიგნში (EOBA), ბიზნესის კომპიუტერული მოდელირებისადმი მიძღვნილია მეორე სახელმძღვანელო (CBA), ხოლო მესამე სახელმძღვანელოში (EOQF) შუქდება Quant-ების პროგრამის ძირითადი საკითხები.

 

2. GAU-მ შემოიღო და დაამკვიდრა რაოდენობრივი ფინანსების, Quant-ების პროგრამა.

GAU-ს ბიზნეს სკოლაში 2006 წლიდან ფუნქციონირებს Quant-ების ჯგუფები.

მომზადდა ათობით სპეციალისტი. რომლებიც უკიდურესად მოთხოვნადი არიან  და იკავებენ მაღალანაზღაურებად და პრესტიჟულ პოზიციებს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში.

დროთა განმავლობაში Quant-ებმა მოიპოვეს დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა მთელ საქართველოში.

Quant-ი GAU-ს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია

 

3. GAU-მ საფუძვლიანად განაახლა მიდგომები მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების სწავლებაში, შექმნა და დანერგა თანამედროვე ინოვაციური მეთოდიკა.

GAU-ს ბიზნესის სკოლაში სტანდარტული კურსების პარალელურად ისწავლება ისეთი საგნები როგორებიცაა: ფინანსებში - ფასიანი ქაღალდების ანალიზი, საერთაშორისო ფინანსები, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების თეორია და ა.შ. მარკეტინგში - საერთაშორისო მარკეტინგი, ელექტრონული მარკეტინგი, სავაჭრო ნიშნის მართვა და ა.შ. მენეჯმენტში - მოლაპარაკების უნარები, სამუშაო ჯგუფების მენეჯმენტი, ინოვაციური და კრეატიული მენეჯმენტი და ა.შ.

ამ კურსების საფუძველზე ყალიბდება სწავლების თანამედროვე ინვოციური მეთოდიკა.

 

ისწავლე GAU–ს ბიზნესის სკოლაში და დაეუფლე შენთვის სასურველ, საინტერესო, პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად პროფესიას.

 

 დასაქმების პერსპექტივა

ზემოაღნიშნული გარანტიები ანიჭებს გაუ-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს გადამწყვეტ უპირატესობას როგორც დასაქმების ბაზარზე, ისე უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში. GAU-ს დასაქმების ცენტრი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების მოპოვებაში.   


უფასო მაგისტრატურა და დოქტორანტურა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში

GAU-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში, GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებლობა მოგეცემა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. გაუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის ბიზნესის სკოლის პროგრამაც თანხვედრილია ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის სასწავლო პროგრამასთან, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში იმავე მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში გაუ-ს სტუდენტს არ მოუწევს დამატებითი საგნების ჩაბარება კრედიტების მისაღებად, სწორედ ამ კომპონენტის არსებობის საშუალებით გახდა შესაძლებელი GAU-სა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უნიკალური პროგრამის შემუშავება.

გაუ-ს ბიზნესის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!