• სწავლის საფასური ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მეოთხე კურსის მსვლელობისას გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომლის შედეგადაც გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. გაუ უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

სწავლის საფასური

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი GAU შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში.

2017-18 სასწავლო წელს GAU აცხადებს მიღებას ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის შემდეგ დარგებზე:
  • ინფორმატიკა:

    - მულტიმედიური დიზაინი

  • მშენებლობა

    (მშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით)

ინფორმატიკა - ადგილების რაოდენობა: 80 აბიტურიენტი

მშენებლობა - ადგილების რაოდენობა: 40 აბიტურიენტი

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია

ინფორმატია - 2550

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • ოქტომბერში - 1275 ლარი
  • თებერვალში - 1275 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.

 

მშენებლობა - 2350

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • ოქტომბერში - 1175 ლარი
  • თებერვალში - 1175 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.
 
  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.