• რეგისტრაცია ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე...

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

რეგისტრაცია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიების და მართვის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 22 სექტემბრამდე, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანატში (მესამე სართული, ოთახი #324, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები 

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გასაუბრება ჩატარდება 23 სექტემბერს,14:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.