• სწავლის საფასური ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

JTI Caucasus LLC

GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

სწავლის საფასური

 

GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე ერთი წლის საფასური შეადგენს - 3400 ლარს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა სულ შედგება 120 კრედიტისგან და გადანაწილებულია 2 აკადემიურ წელიწადზე.


 

2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAU-გრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

  • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთGAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;   
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთGAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

ნიმუში:

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა

ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)

კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

  • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
  • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
  • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
  • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

 

როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? 

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

18⁄20*15 + 13⁄17*15 + 14⁄20*15 + 19⁄20*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1

 

თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ GAU გრანტით - GAU-ს სტუდენტებისთვის განკუთვნილი შეღავათით.


 

გაეცანი იაფი სტუდენტური სესხების პაკეტს