სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

სტუდენტური თვითმმართველობა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 2009 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე სტუდენტურმა თვითმმართველობამ არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შექმნა და განახორციელა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს, როგორც სახელწიფო დაწესებულებებთან ასევე კერძო ორგანიზაციებთან, რისი საშუალებითაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია, სტუდენტებს ხელი შეუწყოს და შესთავაზოს აქტიური ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით. თვითმმართველობის ძირითადი მიმართულებებია: განათლება და მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი, სტუდენტების უფლებების დაცვა, კულტურა და სხვა... კრეატიულსა თუ თავისუფალ პროექტებზე მუშაობა.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი: სანდრო კახიძე

საკონტაქტო ნომერი: 577 95 50 55

სახელი, გვარი: სანდრო კახიძე 
დაბადების თარიღი: 17/09/1993
ფაკულტეტი: საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
კურსი: მესამე
თანამდებობა: პრეზიდენტი 

მიზანი თვითმმართველობაში: „ჩემი მიზანია ვიზრუნო სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, განვახორციელო პროექტები რომლებშიც სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულნი და დავეხმარო მათ საკუთარი უნარჩვევების გამჟღავნებაში. ჩემი მიზანია ვიზრუნო სტუდენტურ ცხოვრებაზე თვითმმართველობაში“

სახელი, გვარი: გიორგი ხმალაძე
დაბადების თარიღი: 25/04/1995
აკულტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება
კურსი: მეორე
თანამდებობა: I ვიცე პრეზიდენტი 

მიზანი თვითმმართველობაში: „ ჩემი მიზანია, რომ სტუდენტებს შევუქმნა ის გარემო რომელიც სწავლის გარდა გართობის საშუალებასაც მისცემს“

 

სახელი, გვარი: გიორგი მკერვალიშვილი
დაბადების თარიღი: 3/10/1993
ფაკულტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა
კურსი: მესამე 
თანამდებობა: II ვიცე პრეზიდენტი

მიზანი თვითმმართველობაში: „ჩემი მიზანია გავააქტიურო სტუდენტური ცხოვრება გაუ-ში და სამახსოვრო დღეები ვაჩუქო გაუელებს“

 

სახელი, გვარი: ანი ნოზაძე
დაბადების თარიღი: 02/12/1994
ფაკულტეტი: სამართალი
კუსი: მესამე
თანამდებობა: III ვიცე პრეზიდენტი

მიზანი თვითმმართველობაში: „ჩემი მიზანია გავუხალისო გაუ-ს სტუდენტებს დატვირთული სასწავლო წლები“

 

გაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წინამორბედი პრეზიდენტები: 

თენგო თევზაძე (2009-2011)

ლევან ხიზანიშვილი (2011-2012)

რატი ქირია (2012-2013)

თორნიკე ლომთაძე (2013-2014)