Eng | Geo შაბათი, 19 მაი. '12
 
 

 

 

მთავარი

პრაქტიკული ბუღალტერიის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსი

პრაქტიკული ბუღალტერიის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსი

                                       

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას პრაქტიკული ბუღალტერიის მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსზე. კურსის პროგრამა დაფუძნებულია საქართელოში სამოქმედოდ შემოღებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე.

 

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

 

  • ანგარიშთა გეგმა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომქმედი გადასახადების გაანგარიშება;
  • დეკლარაციების შევსება;
  • ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შედგენა : ბალანსი, მოგება/ზარალი, ნაღდი ულის მოძრაობა და კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება;
  • სამეწარმეო, საგადასახადო და შრომის კანონმდებლობასთან მუშაობა;
  • პრაქტიკულ ბუღალტერიასთან მიმართებაში ყველა ნორმატიულ აქტებთან, განკარგულებებთან და ბრძანებებთან მუშაობის შესწავლა;
  • ქეისებს, ტესტებს, ამოცანებისა და მაგალითების განხილვა;
  • აღრიცხვისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდები;
  • ORIS პროგრამის შესწავლა;
  • საგადსახადო კანონმდებლობის უახლესი ცვლილებების გათვალისწინებით პრაქტიკული კეისების განხილვა;
  • ბიზნეს გეგმის შედგენის საფუძლებიკურსით მიღებული ცოდნის გაღრმავებისათვის.  

 

კურსის ხანგრძლივობა: 9 კვირა, 54 საათი (კვირაში ორი ლექცია)

 

დრო:  18:30-21:30

     

სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე

 

სწავლის საფასური - 900 ლარი

 

შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა (2 ეტაპად)

 

სწავლა იწყება 11 ოქტომბერს

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 8 ოქტომბერი

 

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი #5

ტელ.: 2 915003, 2 915004

საკონტაქტო პირი: ნინო სოხაძე

 

 

 ი. ჭავჭავაძის გამზ., II ჩიხი, 5, თბილისი | ტელ.: (+995 32) 91 50 03/04/08 | ფაქსი: (+995 32) 91 50 44 | info@gau.ge  

© 2008-2009, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)