2012-2013 სასწავლო წელს ბიზნესის სკოლა მიიღებს 250 აბიტურიენტს
სწავლის წლიური საფასურია 5900 ლარი
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
- ოქტომბერში - 3500 ლარი
- თებერვალში - 2400 ლარი
(თებერვალში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო დაფინანსება)
ლექციები ძირითადად ქ ა რ თ უ ლ ე ნ ა ზ ე იკითხება.
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - BBA Curriculum
უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ეფუძნება გამორჩეულ საბიბლიოთეკო ფონდს, რომელიც დაკომპლექტებულია ახალი აპრობირებული ევროპულ–ამერიკული სახელმძღვანელოებით. საბიბლიოთეკო ფონდის განახლებას უზრუნველყოფს GAU-ს მჭიდრო საქმიანი კავშირები საერთაშორისო გამომცემლობებთან (Pearson, McGraw Hill, Cengage, Wiley, Springer). GAU-ში არ მზადდება არალეგალური ქსერო ასლები. ახალი წიგნების შესაძენად GAU–ს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა მნიშვნელოვანი თანხა.
ქართულ ბიზნეს-გარემოსთან ადაპტირება ხორციელდება პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტების მიერ შექმნილი კურსებით და ქართული ბიზნეს მაგალითებით – ქეისებით (პრაქტიკული ბუღალტერია, გამოყენებითი სტატისტიკა - Excel-ის პაკეტი, პრაქტიკული აუდიტი, პრაქტიკული ფინანსური გათვლები და ა.შ.)