Eng | Geo შაბათი, 19 მაი. '12
 
 

 

 

მთავარი \ სამართლის სკოლა \ სასწავლო პროგრამები

სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის პროგრამა

“ოცნება კარგი და ლამაზია, მაგრამ რეალობა უკეთესი!

თქვენი ოცნების რეალობად ქცევისათვის ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი უმთავრესი საქმეა შეგიქმნათ გარემო, რათა ჩამოყალიბდეთ კონკურენტუნარიან იურისტებად.

 

  სამართალმცოდნეობა ზოგადი 2009-2010

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია.
 
პირველი სამი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან   სავალდებულო სამართლებრივ დისციპლინებს  და  პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას -C2 დონეზე.
სწავლების მეოთხე წელს, სტუდენტს შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:  ბიზნეს სამართალი  ,  სისხლის სამართალი ,  კონსტიტუციური  და ადმინისტრაციული სამართალი,  საერთაშორისო სამართალი ,  ევროპული სამართალი
 
ან

საკუთარი ინტერესებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების ერთობლიობით.

 სამართალმცოდნეობა
     
სისხლის სამართალი ბიზნეს სამართალი კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართალი
 
 პრაქტიკული სამართლის კლინიკა
 დასაქმება
     
საერთაშორისო 
სამართალი
ევროპული
 სამართალი
გაცვლითი პროგრამები 
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დაეუფლოს სამართალმცოდნეობის სფეროში ისეთ უახლეს დისციპლინებს, როგორიცაა მედია სამართალი, სამედიცინო სამართალი, განათლების სამართალი, კონკურენციის სამართალი, ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება და ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად.

ქაუ-ს სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება, როგორც  თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და თავისუფლად შეძლებს მუშაობის დაწყებას ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში იურისტად.

2012-2013 სასწავლო წელს სამართლის სკოლა მიიღებს 140 აბიტურიენტს
სწავლის წლიური საფასურია 5900 ლარი
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
   - ოქტომბერში - 3500 ლარი
   - თებერვალში - 2400 ლარი
    (თებერვალში გათვალისწინებული იქნება   სახელმწიფო დაფინანსება)

სიახლე

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამა

GAU 2012-2013 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამაზე, სადაც შეგიძლიათ:

  • შეიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში;
  • შეისწვლოთ პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა, დიპლომატიური ეტიკეტი და მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევები;
  • გამოიმუშავოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასებისა უნარი და სხვა.


ღია კარის დღე:

10 მარტი, შაბათი, 15:00 საათი


2012-2013 სასწავლო წელს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამაზე მიიღება 130 აბიტურიენტი

სწავლის წლიური საფასურია 4900 ლარი
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
   ოქტომბერში - 2500 ლარი
   თებერვალში - 2400 ლარი
   (თებერვალში გათვალისწინებული იქნება   სახელმწიფო დაფინანსება)

   თქვენი აკადემიური და სტუდენტური ცხოვრება გაუში  

სკოლის მთავარი სარეიტინგო მაჩვენებლებია:

  • სწავლების მაღალი აკადემიური ხარისხი;
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება;
  • პროფესიული უნარების გამომუშავება, 
  • მაღალეთიკური სტანდარტების დამკვიდრება;
  • სტუდენტებსა და პროფესურას შორის კომუნიკაბელური და მეგობრული ურთიერთობა;
  • პასუხისგებლობა და დისციპლინა;
  • ანგარიშვალდებულება და დაცულობა;
  • მჭიდრო კომუნიკაცია მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის. 

     გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო ოლიმპიადები    

აქ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობდეთ სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში.

უნივერსიტეტი ტრდიციისამებრ და მისი ფინანსური ხელშეწყობით გთავაზობთ საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გრძელვადიან და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს.

გაცვლითი პროგრამების საშუალებით თქვენ არამარტო ცოდნას იფართოვებთ, არამედ იძენთ მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც აადვილებს თქვენს კომუნიკაციას და წარმატებულობას საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

 

Monash University Prato Centre
Guide for Students and Visitors
გაუ-ს სტუდენტები უცხოელ თანაჯგუფელებთან მონაშის უნივერსიტეტში (იტალია).

   იმიტირებული სასამართლო პროცესები  

იმიტირებული სასამართლო პროცესები და თქვენი თეორიული ცოდნის “გაპრაქტიკულება” ჩვენთან სწავლების აუცილებელი და პრიორიტეტული კომპონენტია.


  გაუ-ს 2008 წლის გამარჯვებული გუნდი კონსტიტუციური სამართლის ოლიმპიადაში.

   სამართლის სკოლის უცხოელი   პროფესორები   


ლორენს ლესიგი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ.
  

დევიდ ჩავკინი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკის დირექტორი, აშშ.

დენიელ გუთერმანი, ფულბრაიტის ფონდის მთავარი სპეციალისტი  კომერციული სამართლის პროფესორი, აშშ. 

   თქვენი თანატოლები გაუში  

სოფო მუსერიძე: “გაუ-ში მიღებული გამოცდილება საუკეთესოა რაც აქამდე მიმიღია. მე გამოვიმუშავე საკუთესეო ჩვევები იმისა, თუ როგორ ვიშრომო და როგორ ვიკვლიო დამოუკიდებლად და მოვემზადო ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის. მე ვგრძნობ, რომ შემიძლია მივიღო მაღალპროფესიული, მეგობრული დახმარება ჩემი ლექტორებისაგან ნებისმიერ დროს”.   დიმიტრი ყალიჩავა: “მე მიყვარს გაუ! აქ მე შევიძინე რწმენა და თავდაჯერებულობა, კარგად   გავაანალიზე ჩემი შესაძლებლობები. ვისწავლე რა მიმართულებით დავგეგმო ჩემი კარიერა და პროფესიული ცხოვრება”.

   სტუდენტური თვითმმართველობა  

თქვენ სტუდენტური თვითმმართველობის საშუალებით თავად ფიქრობთ და მონაწილეობთ გაუ-ს სამართლის სკოლაში თქვენი სტუდენტური ცხოვრების მუდმივი განვითარებისათვის.

თქვენ სტუდენტური თვითმმართველობის საშუალებით თავად ფიქრობთ და მონაწილეობთ გაუ-ს სამართლის სკოლაში თქვენი სტუდენტური ცხოვრების მუდმივი განვითარებისათვის.  ჩვენი მიზანია, სწავლასთან ერთად, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თქვენი ყველანაირი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას. აქ თქვენ საშუალება გაქვთ მონაწილეობდეთ სხვადასხვა სპორტულ წრეებსა და შემოქმედებით ჯგუფებში.


  გაუ-ს სამარლის სკოლის სტუდენტები, როგორც მომავალი იურისტები, აქ გამოიმუშავებენ მაღალ სოციალურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. იურისტის პროფესიისათვის აუცილებელ სამართლიანობისა და თანაგრძნობის უნარს; ჩვენი სტუდენტები ხშირად სტუმრობენ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს, ანუგეშებენ და ეხმარებიან მათ.

გაუ-ს სამართლის სკოლის დამთავრება იქნება ბედნიერი ეტაპი თქვენი მომავალი წარმატებებისათვის!

გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ სტუდენტობას!

 

 

 ი. ჭავჭავაძის გამზ., II ჩიხი, 5, თბილისი | ტელ.: (+995 32) 91 50 03/04/08 | ფაქსი: (+995 32) 91 50 44 | info@gau.ge  

© 2008-2009, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)